შინაარსზე გადასვლა

მსოფლიოს მოსახლეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსახლეობის სიმჭიდროვე მსოფლიოში 1994 წელს
მსოფლიოს მოსახლეობა 1800-2100, გაეროს 2004 პროგნოზებზე და აშშ-ს აღწერის ბიუროს შეფასებაზე დაყრდნობით

მსოფლიოს მოსახლეობა 2022 წლის მონაცემებით 8 მილიარდ ადამიანს შეადგენს.

მოსახლეობის ზრდის ტემპის დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშა, ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და მსოფლიოში მოსავლიანობის გაზრდა, ცხოვრების პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, რისი წყალობითაც გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამასთან, შობადობის დონე მსოფლიოს ბევრ ნაწილში კვლავინდებურად მაღალია. დემოგრაფთა შეფასებით, თუ მოსახლეობის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, 2200 წლისთვის, შესაძლოა, 20 მილიარდ კაცს მიაღწიოს. ამჟამად მოსახლეობის ზრდა იმ ქვეყნების ხარჯზე ხდება, რომელთა მრეწველობა და ტექნოლოგიები სათანადოდ არ არის განვითარებული.

შობადობის ტემპის მიხედვით ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა, სადაც განვითარებული მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მქონე ქვეყნების უმეტესობა შედის, ძალზე ჩამორჩება აზიასა და აფრიკას, ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას.

მსოფლიოს მოსახლეობა ქვეყნების მიხედვით. 2010 წლის მონაცემები
მსოფლიოს 16 უდიდესი ქვეყანა მოსახლეობის მაჩვენებლის მიხედვით:
# ქვეყანა / ტერიტორია მოსახლეობა თარიღი % მსოფლიოს მოსახლეობიდან
1 ინდოეთის დროშა ინდოეთი 1,440,160,733 20 მაისი, 2024 17.76%
2 ჩინეთის დროშა ჩინეთი 1,425,235,386 20 მაისი, 2024 17.72%
3 აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 309,473,000 11 ივნისი, 2010 4.53%
4 ინდონეზიის დროშა ინდონეზია 231,369,500 3.39%
5 ბრაზილიის დროშა ბრაზილია 193,037,000 11 ივნისი, 2010 2.83%
6 პაკისტანის დროშა პაკისტანი 169,724,500 11 ივნისი, 2010 2.49%
7 ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში 162,221,000 2009 2.38%
8 ნიგერიის დროშა ნიგერია 154,729,000 2.27%
9 რუსეთის დროშა რუსეთი 141,927,297 1 იანვარი, 2010 2.08%
10 იაპონიის დროშა იაპონია 127,530,000 1 დეკემბერი, 2009 1.87%
11 მექსიკის დროშა მექსიკა 107,550,697 1.58%
12 ფილიპინების დროშა ფილიპინები 92,226,600 2009 1.35%
13 ვიეტნამის დროშა ვიეტნამი 85,789,573 1 აპრილი, 2009 1.26%
14 გერმანიის დროშა გერმანია 81,882,342 31 მარტი,2009 1.2%
15 ეთიოპიის დროშა ეთიოპია 79,221,000 ივლისი, 2008 1.16%
16 ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 78,357,000 11 ივნისი, 2010 1.15%